ნაწილობრივ საჯარო იქნება ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძისა და ნათელა გედენიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე ”სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს სხდომებს...”

თუმცა, როგორც უწყება იტყობინება 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, სხდომა უნდა დაიხუროს მტკიცებულებათა მხოლოდ იმ ”მცირე ნაწილის” განხილვისას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. ამის თაობაზე საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

7 ივლისს დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმეს გრიფი - "საიდუმლო“ ადევს.