საფრანგეთი აპირებს, 2012 წლის მიწურულამდე ავღანეთიდან გაიყვანოს 1000 ჯარისკაცი, ანუ მისი სამხედრო კონტინგენტის მესამედი. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოაცხადა ავღანეთში ვიზიტისას. ფრანგი ჯარისკაცები 2001 წლიდან მონაწილეობენ ავღანეთში მრავალეროვანი ჯარების ოპერაციაში. განვლილი თითქმის 10 წლის მანძილზე დაღუპულია 64 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე.