გაზეთი ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, რომ ვაშინგტონმა შეიძლება შეუჩეროს პაკისტანს გამოყოფილი სამხედრო დახმარება, რადგან ვაშინგტონი უკმაყოფილოა ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ისლამაბადის მოქმედებით. გაზეთს მოჰყავს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის პირად საუბარში ნათქვამი, რომ აშშ შეაჩერებს ან გააუქმებს 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმაროებას და აღჭურვილობას. ეს იმ 2 მილიარდის ნაწილია, რომელიც აშშ-მა უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით გამოუყო პაკისტანს. ოფიციალური პირის თქმით, დახმარება და აღჭურვილობა შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ურთიერთობა განვითარდება და პაკისტანი ისლამისტი მეამბოხეების მიმართ უფრო აქტიურად იმოქმედებს.