ირანის სამხედრო მეთაური: თეირანს შეუძლია დარტყმა მიაყენოს აშშ-ის ავიამზიდებს

ირანის რევულუციური გვარდიის ერთ-ერთი მეთაურის თქმით, აშშ-ის ავიამზიდები სამიზნე გახდება, თუკი ირანზე თავდასხმა განხორციელდება თეირანის ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთთან უთანხმოების გამო. გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურის, ამირ ალი ჰაჯიზადეს თქმით, ავიამზიდები მოძრავი სამიზნეებია. თუკი მტერი საფრთხეს შეგვიქმნის, ის ჩვენი სამიზნე გახდება. მანვე განაცხადა, რომ ირანმა თებერვალში საიდუმლოდ გამოსცადა რაკეტები, რომლებმაც მიაღწიეს სპარსეთის ყურის სამხრეთ წერტილს.