წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა 2003, 2007 და 2011 წლებში ადამიანის უფლებებსა და წამებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისის მოსახლეობის ეტაპობრივი გამოკითხვა ჩაატარა. მკვლევარებმა შეისწავლეს საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისადმი, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი, აგრესიისა და ძალადობის დონე და ასევე საზოგადოების მხრიდან წამების პრევენციის მნიშვნელობის გაცნობიერება.
სამი გამოკვლევა, რომელიც ერთსა და იმავე საკითხებზე 2003, 2007 და 2011 წლებში ჩატარდა, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალებას აძლევს საზოგადოების განწყობები დინამიკაში დაინახონ და ცვლილებები გააანალიზონ. თუკი, მაგალითად, 2003 და 2007 წლებში გამოკითხულთა დაახლოებით 12%-ისთვის წამება ასოცირდებოდა ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა პოლიცია და ციხე, 2011 წელს მდგომარეობა შეიცვალა და პოლიციასთან „წამებას“ აკავშირებს მხოლოდ 0,9%, ხოლო ციხესთან 4,3%.
საინტერესოა კითხვარის ერთ-ერთი პუნქტი - წამების ასოციაციები, სადაც რამდენიმე ჯგუფი გამოიყო: თუკი 2003 წელს რესპონდენტების მეხუთედისთვის სიტყვა „წამებაში“ იგულისხმებოდა საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია, 2011 წლისთვის ამ სახის ასოციაციები 5%-ზე ნაკლებია. კიდევ ერთი ასოციაცია, რომელსაც 2007 და 2011 წლებში გამოკითხულ რესპონდენტებში სიტყვა ”წამების” გაგონება იწვევს, პირველ რიგში სანდრო გირგვლიანის შემთხვევაა. კვლევის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ რესპონდენტების 0,5 პროცენტისათვის სიტყვა ”წამების”ასოციაციები დაკავშირებულია არსებულ ხელისუფლებასთან.
თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, 2003 და 2007 წლებში ჩატარებული კვლევებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან როგორც ფიზიკური, ისე მორალური დამცირების შემთხვევების გახსენება, მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია. ლელა ცისკარიშვილი, ”წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის” დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ურთიერთგამომრიცხავი შედეგები საზოგადოებრივი და საინფორმაციო კამპანიების ზეგავლენით შეიძლება აიხსნას: კერძოდ, მისი თქმით, მედია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბოლო ორი წლის მანძილზე საკმაოდ მძაფრად აშუქებს ძალადობის ფაქტებს, განსაკუთრებით კერძო ურთიერთობაში, მეორე მხრივ კი, ნაკლებია ისეთი სიუჟეტების რაოდენობა, რომელიც ასახავს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ადამიანის შეურაცხყოფის ან დამცირების ფაქტებს:
”გამოჩნდა, რომ საზოგადოების არაინფორმირებულობა ქმნის ისეთ ფონს, რომ არცთუ ისე მართებულად საზოგადოებას ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ფაქტობრივად, გამოჩნდა, რომ ადამიანის უფლებები გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან და შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საჭიროა რეაგირება”, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
სამივე კვლევის მონაცემებით, ყველაზე ხშირად დამცირების გამომწვევ ფაქტორად გვევლინება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. უჩა ნანუაშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები ნაკლებად კრიტიკულია და რესპონდენტები არ ლაპარაკობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, დევნილების პრობლემები. სამაგიეროდ, ყურადღებას ამახვილებენ უმუშევრობასა და კრიმინოგენულ საკითხებზე. ”ეს არის იმ პროპაგანდისა და მედიაში არსებული სიტუაციის შედეგი, რომელიც უკანასკნელ წლებში საქართველოშია შექმნილი”, ამბობს უჩა ნანუაშვილი. ის ლაპარაკობს შიშის ფაქტორზეც, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ სადამსჯელო ღონისძიებებს მოაქვს:
”ეს არის იმის შედეგი, რომ პროპაგანდა საკმაოდ სერიოზულად მუშაობს და თავის კვალს ტოვებს. მოსახლეობას ახსოვს ის, რაც გადაიცემა ნაციონალური არხებით და, ფაქტობრივად, ახსენდებათ და ფოკუსს აკეთებენ სწორედ იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც შუქდება და მათ ახსენდებათ, პირველ რიგში, სწორედ ეს საკითხები და არა ის ძირეული პრობლემები, რომლებზეც დიდი ნაწილი ქართული მედიისა გაურბის საუბარს. იმ ამბების ფონზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, -სპეცოპერაციები, დაჭერები, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღე, სხვადასხვა ფორმით გვევლინება, ეს თავის დაღს ასვამს საზოგადოებას. ამ კვლევიდანაც კარგად ჩანს, რომ მოსახლეობას ერთგვარი ნიჰილისტური განწყობა აქვს შექმნილი”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
უკანასკნელ წლებში საზოგადოების მიერ რეალური სურათი გაცილებით უფრო დამახინჯებულად არის აღქმული, ვიდრე წინა წლებში, რადგან საზოგადოებას არ მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლია მუხაშავრია, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” თავმჯდომარე. მისი თქმით, სწორედ მედიაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ადეკვატურად შეაფასებენ რიგითი მოქალაქეეები მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს:
”მედია არის ყველაზე კარგი შუამავალი იმისათვის, რომ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს, საზოგადოებას შეექმნას ადეკვატური წარმოდგენა ძალადობისა და წამების მიმართ და მხოლოდ ინფორმირებულობისა და ცოდნის შედეგად შეიძლება საზოგადოებამ გაუკეთოს კვალიფიკაცია ცალკეულ ქმედებებს და რეალურმა მსხვერპლებმა გააცნობიერონ თავიანთი სტატუსი”, - ამბობს ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლებასთან საუბარში.