ბათუმში სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო ცხრა ადამიანი

ბათუმში სასამართლომ დამნავაშედ სცნო ცხრა ადამიანი - რუსეთის ოთხი და საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე იქნენ დაპატიმრებული. მათ მიესაჯათ სხვადასხვა ხანგრძლივობის, 11-დან 14 წლამდე პატიმრობა. ყველაზე ხანგრძლივ, 14-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქე იური სკრილნიკოვისათვის გამოტანილი განაჩენი. საქართველოს სპეცსამსახურების ვერსიით, ის იყო რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი საგამოძიებო სამმართველოსა და საქართველოში ამ სამმართველოს რეზიდენტებს შორის დამაკავშირებელი რგოლი. განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე, ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ იური სკრილნიკოვი მძიმე ავადმყოფია.