სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სახელმწიფოებს მიკერძოებასა და საკითხის არაობიექტურ განხილვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების უფლებას აღიარებს. რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. ამის გამო ცხინვალში ვნებათაღელვა არ ცხრება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება კი ამ ფაქტს უკვე მეორედ გამოეხმაურა. პირველ განცხადებაში მურად ჯიოევის უწყება ქართული სპეცსამსახურების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობდა. მათი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება დევნილების გამოყენებით სამხრეთ ოსეთის საზღვრების არასანქცირებულ მასობრივ გადაკვეთას გეგმავდა, რასაც ძალის გამოყენება უნდა მოჰყოლოდა.
ამ ინფორმაციის გავრცელებამ დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებლებიც შეაშფოთა, რის გამოც საჭირო გახდა მეორე განცხადების გაკეთება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი მოსალოდნელ პროვოკაციას აღარ ახსენებს და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ქვეყნების კრიტიკით იფარგლება, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.
მურად ჯიოევის თქმით, გაეროს ტრიბუნა მათაც უნდა დაეთმოს, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ სიმართლე გაიგოს დევნილების შესახებ, მაგრამ, ჯიოევის განცხადებით, შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვიზას არ გასცემს და ამით მათ უფლებას არღვევს. მისი თქმით, ოსური მხარე თანახმაა დევნილთა პრობლემების განხილვა 1989 წლის მოვლენებიდან დაიწყოს.
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გაეროს, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ჰქონოდათ საშუალება გამოსულიყვნენ გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე, რომ მათთვის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია გაგვეცნო, რადგან ნებისმიერი ობიექტური გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა მხარეს მოუსმინონ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატებია დაინტერესებული და არც დასავლეთის ბევრი სახელწიფო, პრობლემები ობიექტურად გადაწყდეს - ისინი მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ. სამხრეთ ოსეთი მზადაა დევნილების პრობლემების განხილვა 1989 წლიდან დაიწყოს და თანმიმდევრობით გადაიჭრას ეს საკითხი, საერთაშორისო ნორმებისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით“, - ამბობს მურად ჯიოევი ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მარიონეტულ რეჟიმებს საკუთარი პოზიცია არ გააჩნიათ და ყველაფერს კრემლის სცენარით აკეთებენ. მალაშხიას აზრით, რუსეთის საერთაშორისო პოზიციები ძალიან სუსტია და ადრე თუ გვიან მათ რეზოლუციის მოთხოვნების შესრულება მოუწევთ:
„რუსეთი რეალურად ხედავს მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრს, იმ დინამიკას, რომელიც არსებობს გაეროს მიმართულებით, როდესაც პირველად, 2008 წელს, მარტო აფხაზეთის მიმართულებით მხოლოდ 14 ხმა გვქონდა და რუსებს ჰქონდათ 11 ხმა. ახლა მდგომარეობა აბსოლუტურად შეცვლილია, ჩვენი არის 57 და რუსეთის არის 13 ხმა. ამ 57-ში შედის ყველა წამყვანი ევროპული სახელმწიფო. ევროპელებისთვის, ამერიკელებისთვის ცალსახაა, რომ ეს არის ოკუპირებული, ეთნოწმენდამომხდარი რეგიონი. სწორედ ამ რეზოლუციაში წერია, რომ დაუშვებელია დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილება ძალადობის გზით და საუბარია შემდეგ უკვე დევნილების დაბრუნებაზე. ეს არის მოთხოვნა საერთაშორისო სამართლის, ამის აღსრულება დღეს თუ არა ხვალ რუსეთს აუცილებლად მოუწევს. მარიონეტები რეგიონში გადაწყვეტილებებს ვერანაირად ვერ იღებენ. უკვე დრო დგება, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხოლოდ რეზოლუციები არ მიიღონ, არამედ კონკრეტული სქემები შეიმუშაონ დეოკუპაციის დასაწყებად.“
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის საკითხს კიდევ ერთხელ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების პროცესში დაუბრუნდებიან და იქ გააპროტესტებენ მათი მონაწილეობის გარეშე მიღებულ დოკუმენტს. ოსური მხარე დევნილთა საკითხის განხილვას 90-იანი წლების კონფლიქტის პერიოდიდან მოითხოვს, ქართული მხარე კი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასა და ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის საკუთარ მიწაზე დაბრუნებას ითხოვს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა...
ამ ინფორმაციის გავრცელებამ დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებლებიც შეაშფოთა, რის გამოც საჭირო გახდა მეორე განცხადების გაკეთება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი მოსალოდნელ პროვოკაციას აღარ ახსენებს და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ქვეყნების კრიტიკით იფარგლება, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.
მურად ჯიოევის თქმით, გაეროს ტრიბუნა მათაც უნდა დაეთმოს, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ სიმართლე გაიგოს დევნილების შესახებ, მაგრამ, ჯიოევის განცხადებით, შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვიზას არ გასცემს და ამით მათ უფლებას არღვევს. მისი თქმით, ოსური მხარე თანახმაა დევნილთა პრობლემების განხილვა 1989 წლის მოვლენებიდან დაიწყოს.
სამხრეთ ოსეთი მზადაა დევნილების პრობლემების განხილვა 1989 წლიდან დაიწყოს და თანმიმდევრობით გადაიჭრას ეს საკითხი...