სარწყავ არხებთან დაკავშირებული პრობლემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ოთხ სოფელში არ დგას. სოფლებში მდგომარეობა განსაკუთრებით გვალვის დროს მძიმდება. ადგილობრივების თქმით, კულტურების მოურწყაობა დაბალი მოსავლიანობის წინაპირობაა, რაც შემდეგ მათი ოჯახების ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 4 სარწყავი არხი სპეციალური საქაჩებითა და ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით ფუნქციონირებს, დანარჩენი კი – თვითდინებით, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გლეხები კი ჩივიან, რომ მძიმე შრომით მოწეული მოსავლის მოყვანა უჭირთ, რის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში სარწყავი წყლის უქონლობაა. სოფლის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თოთხმეტი სოფლის სარწყავ არხს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სხვილისში, ვალესა და ჭაჭარაქში არსებული ოთხი დიდი სარწყავი სისტემა გამართულად მუშაობს და სოფლისა და ახლომდებარე მიწების მორწყვას უზრუნველყოფს. პატარა სარწყავი სისტემა, რომელიც თვითდინებით ფუნქციონირებს, თითქმის ყველა სოფელშია, – განაცხადა გლეხების პასუხად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სარწყავი სისტემის მოწესრიგებისა და აღდგენის საკითხს პრიორიტეტი თავად სოფლებმა უნდა მიანიჭონ, რადგან მხოლოდ პრობლემის ოფიციალურად დაყენების შემდეგ შეძლებს მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილების მიღებას.