ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია რუსეთში თანამდებობაზე ყოფნა. მაგალითად, ერთ საანგარიშო წელიწადში ჩინოვნიკს შესაძლოა უეცრად, მის ხელფასთან შეუსაბამოდ, გაუჩნდეს ხუთი მოზრდილი მიწის ნაკვეთი, რამდენიმე ძვირად ღირებული ავტომობილი ან ვილა სადმე კარგ ადგილას. ან უფრო ხშირად მდიდრდება მეუღლე, ან რომელიმე ახლო ნათესავი, თუმცა არის შემთხვევები ჩინოვნიკური გამდიდრებისაც, ან ჩინოვნიკურ სივრცეში შეღწევამდე არსებული რესურსების გეომეტრიული პროგრესიით ზრდისა. თუმცა არსებობს „ნოვაია გაზეტა“, რომელიც ამას ქექავს და ფაქტებს სიბრტყეზე ალაგებს. ისე, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ყველაფრის საწყისი, ანუ წყარო, იმავე „ნოვაია გაზეტასთვის“ პრეზიდენტ მედვედევის ორი წლის წინანდელი ინიციატივაა, რომ ჩინოვნიკებს საკუთარი შემოსავალი გამჭვირვალე გაეხადათ. სისტემაში პრეზიდენტის განკარგულების შესრულება დაიწყეს, თუმცა „ნოვაია გაზეტა“ გაკვირვებულია, თუ რატომ არ ინტერესდება, მაგალითად, პროკურატურა იმ განსხვავებებით, რომლებიც ჩინოსნების შემოსავალსა და მათ კუთვნილ ქონებას შორის ჩნდება ან არსებობს.
”კონიუნქტურა: პროტესტანტული რუსეთი”- საინტერესო წერილი „ვედომოსტიში“ კონსტანტინ სიმონოვისა. სათაურით დავიწყოთ. ავტორი პროტესტანტიზმის ფუნდამენტურ მახასიათებლად აქ - მიწაზე - მიღწეულ წარმატებას მიიჩნევს. მისი თქმით, რელიგიური სიკარგის სინონიმად პროტესტანტიზმში რეალურ ცხოვრებაში მიღწეული წარმატება მოიხსენიება. ანუ მარტივად: ის, ვინც მდიდარი და წარმატებულია, თავისთავად კარგია, სულიერად სავსეა, გამორჩეულია. ამ დეფინიციის რუსეთში არსებულ რეალობაზე მორგებას ცდილობს ავტორი… ამ მცდელობაში შინაარსების არათანხვედრით გამოწვეულ შავი ხვრელების გაჩენას აკვირდება, მაგალითად, როცა რეფორმების პროცესი ხშირად, რეფორმის ნაცვლად, შავი ხვრელების მხოლოდ და მხოლოდ ფულით ამოვსებას გულისხმობს.
კაპიტალი, ავტორის თქმით, რუსეთის სახელმწიფოს სივრცეში სულ უფრო ნაკლებად აღიქმება როგორც კერძო ინიციატივა, რაღაცის შექმნის სურვილი, რომელიც საზოგადოებისგან დაფასებას იმსახურებს, რაც ფინანსურ ერთეულებში გამოიხატება. პირიქითაც, ავტორის თქმით, როგორც სათაურშიცაა აღნიშნული, ფინანსური წარმატების მიღწევა კონიუნქტურაზე მორგებით ხდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ავტორი კითხვის ნიშნით ტვირთავს დეფინიციას, რომ ’მდიდარი ნიშნავს რჩეულს’.
ავტორი აღნიშნავს, რომ ამ და სხვა დეფინიციებით და ზედაპირული ფორმებით შეიარაღებული კაპიტალიზმი რუსეთში იმარჯვებს და აჩენს ახალ ფორმას და განმარტებას და ეს განმარტება არის: ფული ყველა პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად, ბიუროკრატიულ-ნომენკლატურულ-ჩინოვნიკური კორპუსი ჩაიჩოჩება და სარგებელს გიწილადებთ, თუ ისწავლით ძვრომას მის შიგნით. ზედაპირზე კი ეს გამოიხატება იმით, რომ გავზრდით ხელფასებს, პრემიებს და აპარატი გახდება უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური, თუმცა, ავტორის აზრით, კონიუნქტურული შეუსაბამობების გამო ეს, პირიქით, შავ ხვრელებს ამრავლებს სხვადასხვა რეფორმების პროცესში. რადგან, მისი თქმით, ყველა პრობლემას ფულით ვერ მოაგვარებ; უფრო კი, ავტორის თქმით, იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც შენიღბულია, ფულით ვერ გამოასწორებ, იმიტომ რომ ეს ფუნდამენტური პრობლემა, ავტორის აზრით, არის დაშვება- ’მდიდარი, ესე იგი რჩეული’… და ეს დეფინიცია, ავტორის აზრით, რუსეთში თავშივე მცდარი დებულებაა - დებულება, რომელსაც, ალბათ, ავტორი ასე გაშიფრავდა: ’არის მდიდარი, ესე იგი აქვს უნარი კონიუნქტურული ფორმის ცოდნისა’. ეს, ალბათ, იგივეა, საბჭოეთში რომ ნომენკლატურული წარმატების მიღწევაში შემჩნეულს ჭკვიანს ეძახდნენ, რაც, ავტორის თქმით, მცდარი დეფინიციაა. უფრო ’მორგებული’, ’შეგუებული’ იქნება ის, რასაც ავტორი ამას დაარქმევდა.