გასული კვირის დასაწყისი, შეიძლება ითქვას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშვე ოპოზიციური ”რვიანის” ერთობის დასასრული აღმოჩნდა. ივნისის მიწურულს, ათთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციურ „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის დიალოგი დასრულდა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებსა და ღონისძიებებზე ათპუნქტიან შეთანხმებას ხელისუფლებამ და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ 27 ივნისს მოაწერეს ხელი. პირველი, ვინც აღნიშნულ დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იყო. მას მიბაძა ოპოზიციურ “რვიანში” შემავალმა ორმა პარტიამ - ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”ქრისტიან დემოკრატებმა”, რომლებმაც შეთანხმება შეაფასეს დიალოგის როგორც ”სოლიდური, მაგრამ არა იდეალური შედეგი”. ხელისუფლების საპასუხო წინადადებებისაგან შემდგარი დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციური „რვიანის“ დანარჩენი ექვსი წევრისათვის.
”ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი - ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენსას მაინც გავიტანთ. საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისათვის ფულის შეთავაზებას,” – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია.
მოდით აქვე მსმენელს შევახსენოთ, თუ რა ფულის შეთავაზებაზე საუბრობს ირაკლი ალასანია: ხელისუფლების მიერ წარდგენილი წინადადებების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად ერთჯერადად ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
სწორედ ეს საკითხი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უთანხმოებისა, რომელიც მომდევნო დღეს, ანუ 28 ივნისს, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძესა და რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძეს შორის ”ქორთიარდ მარიოტში” გამართული დებატებისას მოხდა:
ვახტანგ ხმალაძე: შემოთავაზებული იყო დაფინანსების საკითხის გადაჭრა და არც ერთი სხვა არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი...
მამუკა კაციტაძე: ეს საკამათო თემაა.
ვახტანგ ხმალაძე: მე ჩემს შეფასებას, პირადად ვახტანგ ხმალაძის შეფასებას, ვახმოვანებ.
მამუკა კაციტაძე: გმადლობთ კორუმპირებულის სტატუსის მონიჭებისათვის.
როგორც ამავე დებატების მსვლელობისას გაირკვა, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ის ფაქტი, რომ აღნიშნული მილიონის გამოყოფა თავის დროზე თავად ოპოზიციური „რვიანის” წინადადებებში ფიგურირებდა, უცნობი იყო.
ხელისუფლებასთან ხელმოწერილ შეთანხმებაში კიდევ ერთი კითხვის ნიშანი გააჩინა პუნქტმა, რომლის თანახმადაც, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს. როგორც საარჩევნო სამართლის ექსპერტი კახა კახიაშვილი აცხადებს, აღნიშნული პუნქტი საქართველოს კონსტიტუციას, ორგანულ კანონს რეფერენდუმის შესახებ ეწინააღმდეგება. ის 2003 წლის 2 ნოემბერს გამართული რეფერენდუმის შესახებ საუბრობს. კითხვა, რომელსაც მაშინ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ დადებითად უპასუხა, ასე ჟღერდა: ეთანხმებით თუ არა იმას, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150-ს.
“საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არის საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონის რეფერენდუმის შესახებ ცალსახა დარღვევა, ვინაიდან კანონი რეფერენდუმის შესახებ ამბობს, რომ რეფერენდუმის შედეგების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმით”, - ამბობს კახა კახიაშვილი.
აღნიშნულის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა იმავე დღეს, ანუ სამშაბათს, განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგის შეცვლის საკითხი პარლამენტში იქნება განხილული და ყველაფერი კანონის შესაბამისად განხორციელდება.
ოპოზიციური „რვიანის“ წევრი ექვსი პოლიტიკური პარტია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წამოწყებულ ბრძოლას აგრძელებს. ამ მიზნით გასული კვირის ხუთშაბათს ისინი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მომავალი სტრატეგიის დაგეგმვის მიზნით არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციური ”ექვსეული” პლუს სამოქალაქო საზოგადოება - ამ ძალის აქტიურობის შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება იძულებული გახდება ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიეროს, - ასე ხედავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ თანამშრომლობას.
”ექვსეულთან” შეხვედრას ესწრებოდა გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი გია ვოლსკიც. ის ფიქრობს, რომ „რვიანში“ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი და მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული, მათ მიმართ საზოგადოების ნდობა შენარჩუნდება თუ არა.
გასული კვირის მიწურულს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 95 ხმით ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. კანონპროექტთან დაკავშირებით პირველ ივლისს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, უმრავლესობასა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საპარლამენტო სესიის დაწყებას აქციით გამოეხმაურა კონსერვატიული პარტია. მთავარი საკამათო მუხლი კანონპროექტის ინიციატორებსა და მის ოპონენტებს შორის იყო მუხლი სასამართლოების - მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს - შენობების, პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შენობების მიმდებარე 20 მეტრიან რადიუსში აქციის აკრძალვის შესახებ. ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელი თათული თოდუა განმარტავს, რომ მუხლი სასამართლოსთან მიმართებაში შერბილდა და ასე ჩამოყალიბდა: ”სასამართლო დაადგენს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების ადგილს შენობის შესასვლელიდან არა უმეტეს 20 მეტრის რადიუსში.”
თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აქციის ან მანიფესტაციის გამართვის შეზღუდვა 20 მეტრის რადიუსით ძალაში დარჩა, სასამართლოების გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შენობის მიმართ. ეს კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, არაკონსტიტუციურია და გასაჩივრების პერსპექტივას ტოვებს.
ხელისუფლებასა და ”ახალ მემარჯვენეებს” შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების წინადადებებზე კვირის დასაწყისში მიღწეული შეთანხმება კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრით გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსულმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პროდუქტიულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებების პუნქტები და გადაწყვეტილებამდეც მივიდნენ.
“პირველ რიგში, იმისათვის, რომ ეს შეთანხმება მაქსიმალურად და ზუსტად აისახოს კანონში, საჭიროა, რომ უკვე მომავალი კვირიდან დაიწყოს მუშაობა სპეციალურმა სარედაქციო ჯგუფმა, რომელშიც შევა ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც იქნება ამ შეთანხმების ხელმომწერი. სამუშაო ჯგუფს, სავარაუდოდ, უხელმძღვანელებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. ასევე სასურველია, სარედაქციო ჯგუფმა რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს კანონპროექტის სახით ყველა შეთანხმება, რომელიც გაიგზავნება, სავარაუდოდ, აგვისტოში ვენეციის კომისიასა და ეუთოში და ოქტომბრის ბოლომდე ყველა შეთანხმება აისახება კანონში”, - ამბობს დავით გამყრელიძე.