მიმოხილვას ”კვირის პალიტრით” დავიწყებთ, რომელიც დღეს უბრუნდება დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობაზე მიბმას. გაზეთს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ესაუბრა, რომელმაც თქვა, დასუფთავების გადასახადი უკონტროლოა - როგორც ჩანს, თბილისის მერი მომავალი არჩევნებისთვის ფულს აგროვებს და სააკაშვილისგან დამოუკიდებელ ყულაბას ქმნისო. გაზეთი ასევე წერს, თბილისის მოსახლეობას მალე კიდევ ახალი გადასახადი ექნება, წყლის გამრიცხველიანების ხარჯები იქნება გადასახდელი. ჩვენი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 50 ათასი მრიცხველი დამონტაჟდება და მონტაჟისა და მრიცხველის ფასი, 100 ლარი, აბონენტმა უნდა გადაიხადოსო. „კვირის პალიტრა” ამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.
”ვერსიაში” დღეს წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატ ინგა გრიგოლიასთან. ინტერვიუს სათაურია - „დიახ, მე ასეთი გიჟი ვარ“. ეს, ცხადია, თავად გრიგოლიას ნათქვამი ფრაზაა, პასუხია შეკითხვაზე, ეს პარტია და თქვენი ტემპერამენტი შეუთავსებელი ხომ არ არისო.
ისე, ქართული გაზეთები კვლავინდებურად აგრძელებდნენ დღეს „რვიანის“ გარშემო არსებული ვითარების აღწერას. ”რეზონანსი” წერდა: აღსანიშნავია, რომ საკუთარი წინადადებების გასაცნობად ხელისუფლება „ახლებს“ თავად ეახლა, არადა, მანამდე ინდივიდუალურ რეჟიმში გადასვლამ „რვიანი“ ლამის დაშალაო. - ეს, ცხადია, მოვლენების დღევანდელ განვითარებამდეა დაწერილი.
კიდევ ერთი საგულისხმო ინტერვიუ გამოქვეყნდა ”ახალ თაობაში“ - „ქართული აკადემიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თემურ ნანეიშვილმა, გაზეთს უთხრა: ”’რვიანი’, ჩემი აზრით, უნდა დაიშალოს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების პოზიცია საბოლოოდ გახმიანდება, ‘რვიანს’ თავისი პოზიცია ამოწურული ექნება. ‘რვიანი’ პოლიტიკური ბლოკი არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნით შექმნილი. ხელისუფლება რაღაცას აუცილებლად გადმოუგდებს ‘რვიანს’ და ამით მან თავისი არსებობა უნდა შეწყვიტოს. მერე შეიძლება სხვა ერთობა შეიქმნას. ზოგიერთი, ალბათ, განაგრძობს ბრძოლას, რომ ბოლომე მიიყვანოს ეს საკითხი. ახლა შეიძლება ‘რვიანი’ ერთმანეთს ხელსაც კი უშლიდეს. ზოგს მეტი აქტივობა სურს, რატომ უნდა აუკრძალონ ერთმანეთსო“.
ბოლოს, ”ქრონიკას” გადავხედოთ, სადაც დღეს წაიკითხავთ რეპორტაჟს რიყეზე ჩატარებული აქციიდან, სადაც მისულებს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ სკვერებსა და პარკებში საჯაროდ კოცნის აკრძალვის გასაპროტესტებლად. "ჩემს თავზე ვბრაზდები, მაინც რა აქცია იყო, ჩემი თამადობით, ამდენი ჟურნალისტი რომ მივასკდით. წარმოიდგინეთ: აბსოლუტურად ყველა ქართული არხი, "როიტერსი", რუსული არხები, ყაზახეთის ტელევიზია, რომ იტყვიან, მთელი "ჰაი-პაი"!” - წერს ჟურნალისტი და შემდეგ ჩივის, არც არავინ აკოცა არავისო.