რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის ოფიცერი და ერთი ექსტრემისტი დაიღუპნენ ორ სხვადასხვა შეტაკებაში დაღესტნის რეპუბლიკაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცერი მახაჩყალაში უცნობმა პირმა დღეს მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით თვადასხმის დროს. ხოლო ექსტრემისტი, - რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იყო თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებისა და მოსკოვში მათი ტრანსპორტირების ორგანიზებაში, - დაღესტნის დედაქალაქში კვირას მოკლეს. საუბარია მოსკოვის აეროპორტში იანვარში მოწყობილ ტერორისტულ აქტზე, რომლის დროსაც 36 ადამიანი დაიღუპა.