საქართველოს ხელისუფლების არაერთი თხოვნის მიუხედავად, შეერთებული შტატების მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს ქართული არმიის ეფექტური თავდაცვითი იარაღით მომარაგებისაგან, თუმცა ივნისის დასაწყისში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ვაშინგტონისაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღეს შეჯავშნული მანქანების სახით. პარალელურად, საკუთარი სახმელეთო ნაწილების მობილურობისა და დაცულობის ამაღლების მიზნით, პირველი ჯავშან-პროდუქცია გამოუშვა საქართველოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსმაც.
7 ივნისს საქართველოს არმიამ ამერიკისაგან კარგი საჩუქარი მიიღო. ე.წ. Hummer-ების გადაცემის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში კენტ ლოგსდონი ესწრებოდნენ. იმაზე, თუ რატომ ვუწოდებ ეგრეთ წოდებულს ხსენებულ ტექნიკას და ამით გამოწვეულ გაუგებრობაზე ქვემოთ ვისაუბრებ, ახლა კი მოვისმინოთ, რა თქვა დახმარების მიღების ოფიციალურ ცერემონიაზე ნოდარ ხარშილაძემ:
„როგორც მოგეხსენებათ, ეს არის 40 ამერიკული შეჯავშნული მანქანა, „ჰამერის“ ტიპის, რომელიც გადაეცა საქართველოს ავღანეთის ოპერაციის ფარგლებში წვრთნებისათვის. ეს მანქანები გამოყენებულ იქნება იმ ჩვენი ბატალიონების მომზადებისათვის, რომლებიც გაემგზავრებიან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები თავის მისიას ავღანეთში. ეს მანქანები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყვნენ ისინი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ეს არის ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში გადმოცემული მანქანები.“
თუმცა, როგორც გაირკვა, ამერიკის მთავრობამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა არა ჰამერები (Hummer-ები), როგორადაც ამ ტიპის მანქანების სამოქალაქო ვარიანტი იწოდება, არამედ სამხედრო დანიშნულების ავტომობილი „ჰამვი“ [HMMWV]. ინგლისური აბრევიატურა იშიფრება, როგორც "მრავალდანიშნულების მაღალმობილური ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება". ეს მცირე უზუსტობა დელიკატურად შეუსწორა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კენტ ლოგსდონმა ქართველ კოლეგებს და ქართული სახელმწიფო ტელეკომპანიების ჟურნალისტებს, რომლებსაც არაფერმა არ უშველა და მაინც ჯიუტად უწოდებდნენ „ჰამვის“ „ჰამერს“.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები ამერიკის საელჩოს სახელით და გადავცემ 40 „ჰამვის“ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. იმედი გვაქვს, რომ ისინი კარგად იქნება გამოყენებული იმ ქართველი ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ავღანეთში კოალიციის მხარდამხარ იბრძვიან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავდადებასა და წვლილს ავღანეთის უსაფრთხოებაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები დღეს აქ 40 მანქანის გადაცემის პროცესში, რომელთა ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს.“
აღსანიშნავია, რომ „ჰამვის“ მოდელის ჯავშანმანქანების გადმოცემას ორი წლის განმავლობაში ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც პირველი პარტია 2009-ში, მეორე კი, როგორც ზემოთ ითქვა, 7 ივნისს გადასცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს შეიარაღებაში ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე შეძენილი ისრაელის წარმოშობის „ვულფის“ ტიპის ჯავშანმანქანებიც არის, საქართველოს ქვეითი ნაწილების მობილურობაც და დაცულობაც საკმაოდ საიმედოდ უნდა გამოიყურებოდეს. მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი თანამემამულისათვის, განსაკუთრებით საამაყოა ის რამდენიმე სამამულო წარმოების ჯავშანმანქანა, რომლებიც ქართველმა კონსტრუქტორებმა ააწყვეს. სამი ერთეული „დიდგორი“ საქართველოს მოსახლეობამ 26 მაისის აღლუმზე იხილა რუსთაველის გამზირზე. ქართული წარმოების ჯავშანმანქანა ვიზუალურად მნახველზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს და იგი არ ჩამოუვარდება დასავლურ ანალოგებსო, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი:
„ფორმებით დახვეწილია და იგი თითქმის არაფრით ჩამოუვარდება იმ ჯავშანმანქანებს, რომლებსაც აწყობენ საზღვარგარეთ - ეს იქნება გერმანია, ამერიკა თუ იგივე სამხრეთ აფრიკა, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულები არიან ამ საქმეში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში მოხდა მათი - „დიდგორების“ - აწყობა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.“
ქართველი კონსტრუქტორების მიერ „ფორდის“ ტიპის პიკაპების მარაგნაწილების ბაზაზე აწყობილი „დიდგორი“ მრავალფუნქციურია - გამოიყენება ქვეითი ათეულის ტრანსპორტირებისათვის, ბრძოლის ველამდე უსაფრთხოდ მისაყვანად, პატრულირებისთვის, კავშირგაბმულობისთვის, ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანად. ირაკლი ალადაშვილის თქმით, „დიდგორის" კოშკურაზე ამერიკული 7,62 მმ კალიბრის ექვსლულიანი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევი - "მინიგანი" - ან 12,7მმ-იანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი აყენია. თუმცა შესაძლებელია 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნის ან, სულაც, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის დამონტაჟება.“
თუმცა რაც შეეხება „დიდგორის“ მომავალას, ირაკლი ალადაშვილი თავს არიდებს პროგნოზების გაკეთებას აღლუმით მიღებულ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით. ექსპერტს მიაჩნია, რომ აუცილებელია "დიდგორს" ჩაუტარდეს კომპლექსური გამოცდების სერია და "ეფექტურობა - ღირებულების" კრიტერიუმით განისაზღვროს მისი წარმოების (რაოდენობა, მოდიფიკაციები) რენტაბელობა და არა ცხელ გულზე, ნაჩქარევად და „საკუთრი ყველაფერი კაიას“ ლოგიკით.
ეს მანქანები გამოყენებულ იქნება იმ ჩვენი ბატალიონების მომზადებისათვის, რომლებიც გაემგზავრებიან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად....
7 ივნისს საქართველოს არმიამ ამერიკისაგან კარგი საჩუქარი მიიღო. ე.წ. Hummer-ების გადაცემის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში კენტ ლოგსდონი ესწრებოდნენ. იმაზე, თუ რატომ ვუწოდებ ეგრეთ წოდებულს ხსენებულ ტექნიკას და ამით გამოწვეულ გაუგებრობაზე ქვემოთ ვისაუბრებ, ახლა კი მოვისმინოთ, რა თქვა დახმარების მიღების ოფიციალურ ცერემონიაზე ნოდარ ხარშილაძემ:
„როგორც მოგეხსენებათ, ეს არის 40 ამერიკული შეჯავშნული მანქანა, „ჰამერის“ ტიპის, რომელიც გადაეცა საქართველოს ავღანეთის ოპერაციის ფარგლებში წვრთნებისათვის. ეს მანქანები გამოყენებულ იქნება იმ ჩვენი ბატალიონების მომზადებისათვის, რომლებიც გაემგზავრებიან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები თავის მისიას ავღანეთში. ეს მანქანები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყვნენ ისინი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ეს არის ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში გადმოცემული მანქანები.“
იმედი გვაქვს, რომ ისინი კარგად იქნება გამოყენებული იმ ქართველი ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ავღანეთში კოალიციის მხარდამხარ იბრძვიან...
თუმცა, როგორც გაირკვა, ამერიკის მთავრობამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა არა ჰამერები (Hummer-ები), როგორადაც ამ ტიპის მანქანების სამოქალაქო ვარიანტი იწოდება, არამედ სამხედრო დანიშნულების ავტომობილი „ჰამვი“ [HMMWV]. ინგლისური აბრევიატურა იშიფრება, როგორც "მრავალდანიშნულების მაღალმობილური ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება". ეს მცირე უზუსტობა დელიკატურად შეუსწორა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კენტ ლოგსდონმა ქართველ კოლეგებს და ქართული სახელმწიფო ტელეკომპანიების ჟურნალისტებს, რომლებსაც არაფერმა არ უშველა და მაინც ჯიუტად უწოდებდნენ „ჰამვის“ „ჰამერს“.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები ამერიკის საელჩოს სახელით და გადავცემ 40 „ჰამვის“ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. იმედი გვაქვს, რომ ისინი კარგად იქნება გამოყენებული იმ ქართველი ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ავღანეთში კოალიციის მხარდამხარ იბრძვიან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავდადებასა და წვლილს ავღანეთის უსაფრთხოებაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები დღეს აქ 40 მანქანის გადაცემის პროცესში, რომელთა ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს.“
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში მოხდა მათი - „დიდგორების“ - აწყობა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია...