ყოველკვირეულ რადიოჟურნალში გიამბობთ ვაშინგტონში, საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეხებოდა და რომელზეც ახალი ანგარიში წარმოადგინა ცნობილმა ექსპერტმა, ტომას დე ვაალმა; შემდეგ დავუბრუნდებით სახალხო დამცველის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში: მის ანგარიშში საუბარი შეეხო შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ხელყოფას - პრობლემას, რომელზეც ადრეც, სახალხო დამცველის თითქმის ყველა წინა მოხსენებაში იყო საუბარი; გიამბობთ უსინათლოთა ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა; ბოლოს კი საუბარი შეეხება ექსპოზიციას, რომელზეც წარმოდგენილია აშშ-ში მცხოვრები მხატვრის, ლადო ფოჩხუას ნამუშევრები.