სირიის არმიის ქვედანაყოფები და მძიმე ჯავშანტექნიკა ქვეყნის ჩრდილოდასალეთში მდებარე კიდევ ერთ ქალაქში შევიდა ანტისამთავრობო დემოკრატიული პროტესტის ჩასახშობად. სახელმწიფო ტელევიზიით უჩვენეს კადრები, თუ როგორ შედის სახელმწიფო ჯარი ქალაქ მარაატ ალ ნუმანში, სადაც 100 ათასი ადამინი ცხოვრობს. ვიდეოკადრებს არ ახლდა ინფორმაცია იმის თაობაზე, მოჰყვა თუ არა არმიის ნაწილების შესვლას მსხვერპლი მოსახლეობაში, რომლის ნაწილმა მოსალოდნელი დარბევის შიშით, ადრევე დატოვა ქალაქი. სირიის ჯარები დღესვე კიდევ ერთ ქალაში ხან შეიხაუნში შევიდნენ წესრიგის დასამყარებლად. თუმცა სირიის დემოკრატიული ოპოზიცია კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას პრეზიდენ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლებისაკენ.