არ მახსოვს, რამდენად ნაყოფიერი იყო მისი საკანონმდებლო მუშაობა; არ ვიცი, ატარებს თუ არა რომელიმე კანონი ან შესწორება მის სახელს; არ ვიცი, რამდენი პროცენტია მისი პოლიტიკური რეიტინგი, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ალეკო შალამბერიძე საქართველოს პოლიტიკის ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარი, ერთი შეხედვით, უწყინარი შეცდომის გამო დატოვა პარტიული თანამდებობა და ამის გამო საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.
არადა, ამ კაცს ასეთი მკაცრი თვითგვემისათვის არაფერი ჩაუდენია. ალეკო შალამბერიძეს არ დაუწყია ომები, არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ მიუთვისებია ზედმეტი ძალაუფლება, არ გაუყალბებია არჩევნები, არ გაუფლანგავს საბიუჯეტო თანხები, სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად, არ მოუწყვია პროვოკაციული მიტინგები და არ მიუცია ხელისუფლებისათვის საბაბი, სასტიკად დაერბია ხალხი, არ გაქცეულა მოსკოვში და, ხელისუფლების მტრობით დაბრმავებულს, არ დაუბრალებია სააკაშვილ-მერაბიშვილისათვის ტერორისტების მფარველობა, ანდა სააკაშვილივით არ უძახია კრემლის აგენტები, შადიმანები და მტრები თავისი ოპონენტებისათვის. ალეკო შალამბერიძემ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში თქვა, „ქრისტიან-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ "რვიანის" მხრიდან სამოქალაქო აქტიურობის დაწყებას" და დაძაბულ პერიოდში „რადიკალური განცხადებების გაკეთებასო.“
ეს იყო და ეს.
ქრისტიან-დემოკრატებს რომ რადიკალური განცხადებები არ უყვართ, ხოლო ოპოზიციური „რვიანის“ ზოგიერთი წევრი ამ ფორმატიდან გაქცევისათვის ფორმალურ საბაბს რომ ეძებს, ეს საქართველოში მარტო ზარმაცმა შეიძლება არ იცოდეს.
მაგრამ შალამბერიძეს თავის მართლება არ დაუწყია. პოლიტიკოსმა პირადად აიღო მთელი პასუხისმგებლობა გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუზეც და ამის გამო ატეხილ აჟიოტაჟზეც და, როგორც ზემოთ ვთქვით, „სახალხო პარტიის“ პოლიტიკური მდივნის პოსტიც დატოვა, რათა ამით ბზარი არ შეეტანა „‘რვიანის’ ერთობაში“.
ეს იმდენად იშვიათი მოვლენაა ქართულ სინამდვილეში, სადაც ყველა ჩვენგანი მიჩვეულია პოლიტიკოსების თავხედურ და ცინიკურ უპასუხისმგებლობას, საკუთარი ნათქვამის ან გადათქმას, ანდა ჟურნალისტებისათვის გადაბრალებას, დანაპირების არშესრულებას და გადაფურთხებულის ალოკვას, რომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ და ალეკო შალამბერიძის ამ პარადოქსული გადაწყვეტილების განსჯას თქვენ მოგანდობთ.