პაკისტანში 14 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად

პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების საჰაერო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 14 სავარაუდო ექსტრემიტი დაიღუპა. იერიში მიმართული იყო ექსტრემისტების ბანაკად მიჩნეული ობიექტის წინააღმდეგ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვაზირისტანის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.