თურქეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

თურქეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელში გამარჯვებასაც, გავრცელებული ვარაუდით, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტია, სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოიპოვებს. 15 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და 200 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის 550-ადგილიან პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად. საარჩევნო უბნები, თბილისის დროით, 17 საათზე იხურება, რის შემდეგაც 21 საათისთვის არის მოსალოდნელი კენჭისყრის წინასწარი შედეგები.