ერაყში აფეთქებებმა ოთხი ადამიანი შეიწირა

ერაყის ქალაქ მოსულში დღეს ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაიჭრა, სულ ცოტა, 50 ადამიანი. აფეთქებები მოხდა მთავრობის რეზიდენციის მახლობლად, ქუჩაზე, სადაც ბევრი რესტორანია. მოსული ბაღდადის ჩრდილოეთით, 400-მდე კილომეტრში მდებარეობს.