დღეს მოსკოვში რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი იური ბუდანოვი მოკლეს, რომლის სახელიც ჩეჩენი გოგონას მოტაცებას და მკვლელობას უკავშირდება.
რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც 2000 წელს ჩეჩენი გოგონას მკვლელობაში ცნეს ბრალდებულად, პარასკევს, დაახლოებით დღის 12 საათზე, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. ბუდანოვს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. როგორც იუწყებიან, მას 6 ტყვია ესროლეს, ოთხი თავში მოხვდა.
18 წლის ჩეჩენი გოგონას, ელზა კუნგაევას მოტაცებისა და მკვლელობისთვის იური ბუდანოვს 10 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ის 2009 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა ჩეჩნეთში, მათ შორის - პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და რუსეთის უფლებადამცველების მხრიდან. რუსი ულტრანაციონალისტები და ნეონაცისტები კი ამ ცნობას დადებითად შეხვდნენ.
ბუდანოვი 48 წლის იყო. როგორც იუწყებიან, ის მოსკოვის ცენტრში, ნოტარიუსის ოფისში, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და გარეთ რამდენიმე წუთით მოსაწევად გავიდა, როცა ესროლეს.
გამომძიებლების ცნობით, მკვლელმა მაყუჩიანი იარაღი დატოვა მანქანაში, რომელიც მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე უბნის მოშორებით იპოვეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე ძალიან ადრეა იმის თქმა, უკავშირდება თუ არა ეს მკვლელობა ბუდანოვის სამხედრო სამსახურს ჩეჩნეთში და არის თუ არა ის შურისძიებაო: გამოძიების მონაცემებით, ეს მკვლელობა, როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო. ბუდანოვს, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ. მკვლელობა საგულდაგულო მომზადების შედეგად მოხდა. ბუდანოვის პიროვნების გათვალისწინებით, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა პროვოკაციის მიზნით განხორციელდა. ამ მომენტში გამოძიებას არ აქვს არანაირი ინფორმაცია, რომ ამ მკვლელობის უკან გარკვეული ეთნიკური დაჯგუფებები დგას.
ბუდანოვი ერთ-ერთი იყო იმ სულ რამდენიმე რუსი ოფიცრიდან, რომლებიც ჩეჩნეთის ორი ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს. არადა, ადამიანის უფლებების დამცველები - როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ - ერთხმად ამტკიცებენ, რომ უფლებების დარღვევა და სისასტიკე ჩეჩნეთის ომების თანმდევი პრაქტიკა იყო.
უფლებადამცველები იმასაც ამბობდნენ, რომ ბუდანოვმა უფრო მსუბუქი სასჯელი მიიღო, ვიდრე ზოგიერთმა პირმა, ვისაც არაძალადობრივი დანაშაულები დაუმტკიცდა, რაც, აქტივისტების თქმით, მთავრობის მხრიდან ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში უფლებების დარღვევაზე ირიბად დათანხმებას ნიშნავდა.
სასამართლო პროცესზე ბუდანოვმა განაცხადა, რომ კუნგაევა ბრაზის მოჭარბების გამო დაახრჩო, რადგან ის მეამბოხე სნაიპერი ეგონა. მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატები ბუდანოვს მის წამებასა და გაუპატიურებაშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა მოგვიანებით ბუდანოვს ბრალდება მოუხსნეს.
2003 წელს, ბრალდებულად ცნობის შემდეგ, ბუდანოვს ყველა სამხედრო ჩინი და მედალი ჩამოართვეს.
მოკლული გოგონას, ელზა კუნგაევას ოჯახი საცხოვრებლად ნორვეგიაში გადავიდა. ბუდანოვის მკვლელობის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ ელზას მამას, ვისა კუნგაევს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური დაუკავშირდა. კუნგაევმა ყოფილი პოლკოვნიკის სიკვდილთან ყველანაირი კავშირი უარყო - მას მტერი ბევრი ჰყავდაო, თქვა: „ეს მე რომ გამეკეთებინა, ვიტყოდი - დიახ, მე გავაკეთე და ახლა მასავით მეც 10 წელი მომისაჯეთ-მეთქი. იქ ვიღაც სხვა ასწორებს ანგარიშებს.“
იმ პირებს შორის, ვინც 2009 წელს პროტესტით შეხვდა იური ბუდანოვის ციხიდან ვადამდელ გათავისუფლებას, უფლებადამცველი, ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი იყო. ბუდანოვის ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მარკელოვი, ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვასთან ერთად, მოკლეს. გასულ თვეში მარკელოვის და ბაბუროვას მვკლელობაში დამნაშავედ ცნეს რუსი ულტრანაციონალისტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.