დღეს საქართველოს ექვსდღიანი ვიზიტით ეწვია ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, რომელიც ვიზიტის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთშიც ჩავა. ბოლო 100 წლის განმავლობაში რეგიონს სომეხთა კათალიკოსი არ სწვევია, რაც გარეგინ მეორის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ვიზიტის პროგრამა დატვირთულია. სამცხე-ჯავახეთში ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე 3 დღეს დაყოფს, მანამდე კი დედაქალაქში რელიგიურ-კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც.
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე საქართველოში 10 წლის წინაც იმყოფებოდა. მაშინ იგი სომხური ეკლესიის წინამღძოლი არ იყო. 2003 წელს მის აღსაყდრებას ეჩმიაძინის ეკლესიაში საქართველოს კათალიკოს- პატრიარქიც დაესწრო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დღეს მისი უშუალო მასპინძელია. მიტროპოლიტი გერასიმე განმარტავს:
”ვიზიტი მისი უწმინდესობის, გარეგინ მეორის არის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკლესიებისა და ჩვენი ხალხების მეგობრულ ურთიერთობას.”
მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, ორ ხალხსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე - მათ შორის, მწვავე საკითხებზე - პატრიარქები პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრებენ. საქართველოს პატრიარქისა და სომხეთის კათალიკოსის ოფიციალური შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. 10 ივნისს კი საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ სომეხთა კათალიკოსის სტუმრობა საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიზიტი ქართველთა და სომეხთა ისტორიული ძმური ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს:
”თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისათვის. თქვენი ვიზიტი მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ძმურ ურთიერთობას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი.”
თავის მხრივ, გარეგინ მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეხვდეს სულიერ შვილებს, დაათვალიეროს სომხური და ქართული ეკლესია-მონასტრები, შეხვედრებზე კი განიხილონ სამომავლო თანამშრომლობისათვის საჭირო ორმხრივად საინტერესო საკითხები.
”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენს ხალხებში ქრისტიანობის სიყვარული, მეგობრობის სიყვარული და ასევე რწმენა უფლისადმი. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ, განვიხილოთ და გავცვალოთ აზრები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხებს აინტერესებთ.”
სომეხთა პატრიარქის თქმით, საჭიროა დაიძლიოს სიძნელეები ორ ეკლესიას შორის დღემდე გადაუწყვეტელ საკითხებში.
ორი ეკლესიის გადაუწყვეტელ საკითხთა შორის, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, უმთავრესია სომხური ეკლესიის ისტორიული მემკვიდრეობის რესტიტუციის, ანუ დაბრუნების, საკითხი:
”აქ ლაპარაკია 6 უმოქმედო, უფუნქციო ეკლესიაზე. ხუთი მათგანი არის თბილისში, ერთია ახალციხეში. აქედან თბილისში 2 არის, ფაქტობრივად, დანგრეული და დანარჩენი მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან სწრაფ ყურადღებას საჭიროებს.”
ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თავის მხრივ, სვამს სომხეთის ტერიტორიაზე 5 ქართული ტაძრის მოვლა-პატრონობის საკითხს, რაც, მისი აზრით, არ შეიძლება თანაზომადად ჩაითვალოს იმ პრობლემისა, რომელსაც სომხური ეკლესია აყენებს.
”ჩვენთვის სადავო ეკლესიები არ არსებობს”, - ამბობს სომეხთა სამოციქული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი, ვაზგენ მირზახანიანი. - ” ეს არის ისტორიული ეკლესიები, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდეც მოქმედებდნენ და ახლა ისინი სომხურ ეპარქიას უნდა დაუბრუნდნენ. ასე რომ, სადავო საკითხები ხელოვნურადაა შექმნილი. ისტორიული საფუძველი ამისთვის არ არსებობს.”
ასე გამოხატავს პოზიციას სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ვაზგენ მირზახანიანი. ქართული ეკლესიის სახელით დეკანოზი დავით შარაშენიძე კი განმარტავს, რომ საკითხები მოლაპარაკებების შედეგად, კომპრომისების გზით გადაწყდება:
”არსებობს რაღაცა ნუსხა პრობლემებისა, რომლებზეც გვაქვს ჩვენ ჩვენი პოზიცია და ეს ყველაფერი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით.”
მოლაპარაკებების თემა, სავარაუდოდ, იქნება ასევე სომხური ეკლესიის რეგისტრაციისა და სტატუსის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი არნო სტეპანიანი ამბობს:
”მე არ მგონია, სომხური ეკლესიის სტატუსი გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ. აქ კომპლექსური პრობლემაა და კომპლექსურად მსჯელობენ რამდენიმე ეკლესიის წარმომადგენლები - მათ შორის, კათოლიკური ეკლესია, სომხური ეკლესია. საუბარია ისლამის წარმომადგენლებზე. საუბარია აგრეთვე ებრაელთა თემზე. მე ვფიქრობ, თუ სტატუსზე იქნება საუბარი, არ ითქმება, რომ ის რომელიმე ერთს უნდა მიენიჭოს.”
არნო სტეპანიანის აზრით, ქართულ-სომხურ ურთიერთობაში არსებული პრობლემების ერთბაშად გადაწყვეტა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის ერთი ვიზიტის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუმცა ნაბიჯი წინ - ურთიერთგაგებისკენ - უდავოდ გადაიდგმება.
თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისათვის. თქვენი ვიზიტი მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას...
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე საქართველოში 10 წლის წინაც იმყოფებოდა. მაშინ იგი სომხური ეკლესიის წინამღძოლი არ იყო. 2003 წელს მის აღსაყდრებას ეჩმიაძინის ეკლესიაში საქართველოს კათალიკოს- პატრიარქიც დაესწრო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დღეს მისი უშუალო მასპინძელია. მიტროპოლიტი გერასიმე განმარტავს:
”ვიზიტი მისი უწმინდესობის, გარეგინ მეორის არის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკლესიებისა და ჩვენი ხალხების მეგობრულ ურთიერთობას.”
მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, ორ ხალხსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე - მათ შორის, მწვავე საკითხებზე - პატრიარქები პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრებენ. საქართველოს პატრიარქისა და სომხეთის კათალიკოსის ოფიციალური შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. 10 ივნისს კი საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ სომეხთა კათალიკოსის სტუმრობა საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიზიტი ქართველთა და სომეხთა ისტორიული ძმური ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს:
”თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისათვის. თქვენი ვიზიტი მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ძმურ ურთიერთობას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი.”
თავის მხრივ, გარეგინ მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეხვდეს სულიერ შვილებს, დაათვალიეროს სომხური და ქართული ეკლესია-მონასტრები, შეხვედრებზე კი განიხილონ სამომავლო თანამშრომლობისათვის საჭირო ორმხრივად საინტერესო საკითხები.
”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენს ხალხებში ქრისტიანობის სიყვარული, მეგობრობის სიყვარული და ასევე რწმენა უფლისადმი. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ, განვიხილოთ და გავცვალოთ აზრები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხებს აინტერესებთ.”
სომეხთა პატრიარქის თქმით, საჭიროა დაიძლიოს სიძნელეები ორ ეკლესიას შორის დღემდე გადაუწყვეტელ საკითხებში.
ორი ეკლესიის გადაუწყვეტელ საკითხთა შორის, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, უმთავრესია სომხური ეკლესიის ისტორიული მემკვიდრეობის რესტიტუციის, ანუ დაბრუნების, საკითხი:
”აქ ლაპარაკია 6 უმოქმედო, უფუნქციო ეკლესიაზე. ხუთი მათგანი არის თბილისში, ერთია ახალციხეში. აქედან თბილისში 2 არის, ფაქტობრივად, დანგრეული და დანარჩენი მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან სწრაფ ყურადღებას საჭიროებს.”
არსებობს რაღაცა ნუსხა პრობლემებისა, რომლებზეც გვაქვს ჩვენ ჩვენი პოზიცია და ეს ყველაფერი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით...