გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე, ხუთშაბათს, სირიის შესახებ რეზოლუციას რუსეთმა, ჩინეთმა და კიდევ რამდენიმე სხვა წევრმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი, რომელიც საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და პორტუგალიამ მოამზადა, გულისხმობდა სირიის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტას და ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებას. ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს რეზოლუციის მიღებას, თუმცა მის დამუშავებაში არ მონაწილეობს.