პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში, სულ ცოტა, 16 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების იერიშების შედეგად. ამ წყაროს ცნობით, იერიშები ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოეწყო. საქმე ეხება რეგიონს, საიდანაც, როგორც ვარაუდობენ, ექსტრემისტების რამდენიმე ჯგუფი ახორციელებს იერიშებს ნატოს ჯარებზე მეზობელ ავღანეთში.