კიშინიოვში მანქანა აფეთქდა

კიშინიოვის ცენტრში დღეს ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც, პოლიციის ცნობით, მძიმედ დაიჭრა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია მოლდავეთის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარე და აფეთქება მოხდა იმ მომენტში, როცა ის მანქანას უახლოვდებოდა. ჯერ არაფერს იუწყებიან აფეთქების შესაძლო მიზეზზე.