პორტუგალიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ. ოფიციალური მონაცემებით, კვირას ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 39 პროცენტი მიიღო, მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალისტურმა პარტიამ კი - 28 პროცენტი. სოციალისტური მთავრობა ქვეყანას ბოლო ექვსი წლის მანძილზე მართავდა. ეს შედეგები აჩვენებს, რომ სოციალ-დემოკრატებს შეეძლებათ უმრავლესობის ფორმირება 230-კაციან პარლამენტში. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატეშმა სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. პორტუგალიის ახალ მთავრობას მოუწევს მკაცრი ეკონომიკური ღონისძიებების გატარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირისგან 78 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების მისაღებად ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.