მაქსიმ ღვინჯია: აფხაზეთი ვანუატუმ აღიარა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას მტკიცებით, აფხაზეთმა ვანუატუსგან დიპლომატიურ აღიარებას მიაღწია და ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების განვითარებას აპირებს. ვანუატუ წყნარი ოკეანეს სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1980 წელს მოიპოვა. ვანუატუს მოსახლეობა 200 ათასს შეადგენს.