სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა მოსწავლემ ატესტატის მისაღებად 8 სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბაროს. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა საზოგადოებისთვის იანვარში გახდა ცნობილი. მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული ტესტი, როგორც მას პირობითად უწოდებენ, უკვე გახდა მსჯელობის საგანი. მეთორმეტეკლასელები ფიქრობენ, რომ გამოცდები საშუალო სირთულის არის.
ახალციხელი პედაგოგები შიშობდნენ, რომ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება არა ცოდნის, არამედ კომპიუტერის ფლობის გამო შეიძლება გასჭირვებოდათ, თუმცა მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე აცხადებს, რომ მოსწავლეთა მხრიდან მსგავსი პრეტენზია მათ ჯერ არ მოუსმენიათ.
მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები 23 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. საგამოცდო პროცესს ადგილობრივებთან ერთად დედაქალაქიდან ჩამოსული დამკვირვებლებიც ესწრებიან. ალექსანდრე გარშკოვი განმარტავს, რომ, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, მოსწავლეებს სერიოზული პრობლემები არ ექმნებათ.
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და უცხო ენა – მეთორმეტეკლასელები თავის ცოდნას ამ საგნებში გამოავლენენ. ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო დემეტრაძე ფიქრობს, რომ პრეტესტების გამო მოსწავლეებმა უკვე იცოდნენ რა პირობებში მოუწევდათ საატესტატო გამოცდების ჩაბარება.
ახალციხეში ფიქრობენ, რომ მეთორმეტეკლასელები ბარიერის გადალახვას შეძლებენ, თუმცა მოსწავლეს, რომელიც საჭირო ქულათა რაოდენობას ვერ დააგროვებს, კონკრეტული გამოცდის ჩაბარება განმეორებით მომავალ წელს მოუწევს, რათა საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი მიიღოს.