სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, რომ მან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ პირთა უფლებების აღდგენა - კერძოდ, დაკავებულებს მიეცეთ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან დაკავშირების საშუალება და აღმოეჩინოთ საჭირო სამედიცინო დახმარება. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს იზოლატორების მონიტორინგს - თუმცა გამორიცხული არაა, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს კვლავ შეუცვალონ ადგილსამყოფელი. ზემოაღნიშნულის გამო, პატიმრებს ეზღუდებათ დაცვის უფლება, ხოლო მათი ოჯახის წევრები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, იცოდნენ სად იმყოფებიან მათი ახლობლები.