აივ, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომი. 2011 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 3 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული. ამასთან, გადაცემის გზების მიხედვით, 56 პროცენტით პირველი ადგილი ინტრავენურ ნარკომანიას უკავია. როგორია საქართველოს სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა და რა კეთდება ნარკომანიის გავრცელების შესამცირებლად?
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დანაშაულის მთლიან სტრუქტურაში ეგრეთ წოდებულ „ნარკოტიკულ დანაშაულს“ 15,7 პროცენტი უკავია. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასს აღწევს. ნარკოლოგ გელა ლეჟავას თქმით, ნარკომანიის გავრცელების არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად საზოგადოების ორგანიზებას:
„განსაკუთრებით მწვავეა ნარკომანიის პრობლემა იმ საზოგადოებაში, რომელიც ვერ ხედავს პრესპექტივას.“
საქართველოში ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ დანაშაულად ითვლება ნარკოტიკების როგორც კონტრაბანდა და რეალიზაცია, ასევე მოხმარება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ითვალისწინებს 500 ლარით დაჯარიმებას, განმეორებით ნარკოტიკის მოხმარებისას კი მოქმედებაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, შთამბეჭდავია ამ მუხლის გამოყენების სიხშირეც: საშუალოდ 3 ათასი შემთხვევა წლის განმავლობაში. „საქართველოში აივ პრევენციის პროექტის“ მენეჯერი მამუკა ჯიბუტი სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანომდებლობის ლიბერალიზაცია:
„აქ ლაპარაკია დეკრიმინალიზაციაზე და ამაში, რა თქმა უნდა, არის საღი აზრი. არაერთი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებში, რომლებმაც შემოიტანეს ასეთი მიდგომა, მართლაც შემცირდა ეგრეთ წოდებული „მძიმე ნარკოტიკის“ მოხმარება, რასაც ახასიათებს მძიმე შედეგები და გამოსავალი... ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელი უნდა იყოს დიფერენცირებული.“
მამუკა ჯიბუტის თქმით, ამგვარი სულისკვეთებითაა გაჟღენთილი ვრცელი დოკუმენტი, რომლის სათაურია „საქართველოში ნარკოპოლიტიკის ალტერნატივები“ და რომელიც „საქართველოში აივ პრევენციის პროექტისა“ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეადგინა საერთაშორისო ექსპერტმა ერიკ კარლინმა. დოკუმენტის კომენტირებისას მზია ტაბატაძე, აივ-პოლიტიკისა და ადვოკატირების ექსპერტი, ამბობს:
„მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია. ის ორიენტირებულია ძალიან მკაცრ სანქციებზე. ჩვენი კონსულტანტის შემოთავაზება კი არის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს დაბალანსებული, ანუ ნარკოტიკის მოხმარება არ უნდა იყოს განხილული როგორც მხოლოდ დანაშაული და სამართლებრივი სანქციებით რეგულირებადი სფერო და უნდა იყოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომები.“
მზია ტაბატაძის თქმით, ამგვარმა მიდგომამ კარგი შედეგი გამოიღო ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა, ერიკ კარლინის შეფასებით, ყველაზე ეფექტიანი პორტუგალიაში გატარებული რეფორმა აღმოჩნდა. დასკვნაში ნათქვამია:
„პორტუგალიაში ნარკომოხმარების მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროკავშირში. შემცირდა მოხმარება 15-19 წლის ახალგაზრდებს შორის. შემცირდა ოპიატებისგან სიკვდილიანობა, ინექციური ნარკოტიკის მოხმარება, აივ ინფექციის ინციდენტობა, ნარკოდანაშაული და ნარკოტიკებზე საცალო ფასები - ბაზრის გაფართოების გარეშე. ამასთან, გაიზარდა ნარკოტიკების ამოღება უკანონო ბრუნვიდან.“
მაინც რა გახდა პორტუგალიაში ამგვარი წარმატების მიზეზი? ერიკ კარლინის თქმით, შედეგი გამოიღო სამართლებრივად ლიბერალურმა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა ნარკოპოლიტიკამ, რომლის ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი იქვე შენიშნავს:
„ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, როდესაც ვსაუბრობთ დეკრიმინალიზაციის მეთოდებზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია და მთელ მსოფლიოში ეს ტენდენციაა, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ეყრდნობოდა რეპრესიულ მეთოდებს, ვერ მოიტანა განსაკუთრებულად კარგი შედეგი შიდსთან და ინფექციებთან მიმართებაში.“
რა უშლის ხელს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას საქართველოში? პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, საჭიროა ბალანსის მოძებნა მთლიანად საზოგადოებისა და მისი იმ ნაწილის ინტერესებს შორის, რომელიც გამოირჩევა ნარკომანიასთან დაკავშირებული კრიმინალური ქცევითა თუ დაავადებით.
„სამედიცინო ნაწილი ამ კანონმდებლობისა პრაქტიკულად დამუშავებულია. რაც შეეხება მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ეს მთლიანად საზოგადოების ნებაზეა დამოკიდებული. თუ პოლიტიკოსები შეამჩნევენ, რომ საზოგადოება იხრება უფრო დამსჯელობითი ღონისძიებებისაკენ, ასეც გაკეთდება, თუმცა, მეორე მხრივ, ჰუმანური პრინციპები და დაავადებისადმი სპეციფიკური მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოშიც გადაიდგას ნაბიჯები დეკრიმინალიზაციისაკენ“, უთხრა ოთარ თოიძემ რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს მოქმედ კანონმდებლობაში. დავით ოთიაშვილიც, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა-ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელთა შორის უპირველესი მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ანუ სისხლის სამართლის კოდექსიდან 273-ე მუხლის ამოღებაა:
„ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და არ არიან ჩართულები უკანონო ბრუნვაში, ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას გამოთავისუფლდეს სერიოზული ფინანსური რესურსი, რომელიც ასწევს სასჯელაღსრულების სისტემას. თანაც, შესაძლებელი იქნება ეს რესურსი გადავისროლოთ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების გაფართოებისკენ.“
დავით ოთიაშვილის თქმით, ასევე გადასახედია სასჯელის ხარისხის განმსაზღვრელი დოზებისა და ჯარიმების მოცულობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დანაშაულის მთლიან სტრუქტურაში ეგრეთ წოდებულ „ნარკოტიკულ დანაშაულს“ 15,7 პროცენტი უკავია. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასს აღწევს. ნარკოლოგ გელა ლეჟავას თქმით, ნარკომანიის გავრცელების არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად საზოგადოების ორგანიზებას:
„განსაკუთრებით მწვავეა ნარკომანიის პრობლემა იმ საზოგადოებაში, რომელიც ვერ ხედავს პრესპექტივას.“
ლაპარაკია იმაზე, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელი უნდა იყოს დიფერენცირებული...
საქართველოში ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ დანაშაულად ითვლება ნარკოტიკების როგორც კონტრაბანდა და რეალიზაცია, ასევე მოხმარება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ითვალისწინებს 500 ლარით დაჯარიმებას, განმეორებით ნარკოტიკის მოხმარებისას კი მოქმედებაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, შთამბეჭდავია ამ მუხლის გამოყენების სიხშირეც: საშუალოდ 3 ათასი შემთხვევა წლის განმავლობაში. „საქართველოში აივ პრევენციის პროექტის“ მენეჯერი მამუკა ჯიბუტი სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანომდებლობის ლიბერალიზაცია:
„აქ ლაპარაკია დეკრიმინალიზაციაზე და ამაში, რა თქმა უნდა, არის საღი აზრი. არაერთი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებში, რომლებმაც შემოიტანეს ასეთი მიდგომა, მართლაც შემცირდა ეგრეთ წოდებული „მძიმე ნარკოტიკის“ მოხმარება, რასაც ახასიათებს მძიმე შედეგები და გამოსავალი... ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელი უნდა იყოს დიფერენცირებული.“
მამუკა ჯიბუტის თქმით, ამგვარი სულისკვეთებითაა გაჟღენთილი ვრცელი დოკუმენტი, რომლის სათაურია „საქართველოში ნარკოპოლიტიკის ალტერნატივები“ და რომელიც „საქართველოში აივ პრევენციის პროექტისა“ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეადგინა საერთაშორისო ექსპერტმა ერიკ კარლინმა. დოკუმენტის კომენტირებისას მზია ტაბატაძე, აივ-პოლიტიკისა და ადვოკატირების ექსპერტი, ამბობს:
„მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია. ის ორიენტირებულია ძალიან მკაცრ სანქციებზე. ჩვენი კონსულტანტის შემოთავაზება კი არის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს დაბალანსებული, ანუ ნარკოტიკის მოხმარება არ უნდა იყოს განხილული როგორც მხოლოდ დანაშაული და სამართლებრივი სანქციებით რეგულირებადი სფერო და უნდა იყოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომები.“
მზია ტაბატაძის თქმით, ამგვარმა მიდგომამ კარგი შედეგი გამოიღო ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა, ერიკ კარლინის შეფასებით, ყველაზე ეფექტიანი პორტუგალიაში გატარებული რეფორმა აღმოჩნდა. დასკვნაში ნათქვამია:
ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, როდესაც ვსაუბრობთ დეკრიმინალიზაციის მეთოდებზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია და მთელ მსოფლიოში ეს ტენდენციაა...
„პორტუგალიაში ნარკომოხმარების მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროკავშირში. შემცირდა მოხმარება 15-19 წლის ახალგაზრდებს შორის. შემცირდა ოპიატებისგან სიკვდილიანობა, ინექციური ნარკოტიკის მოხმარება, აივ ინფექციის ინციდენტობა, ნარკოდანაშაული და ნარკოტიკებზე საცალო ფასები - ბაზრის გაფართოების გარეშე. ამასთან, გაიზარდა ნარკოტიკების ამოღება უკანონო ბრუნვიდან.“
მაინც რა გახდა პორტუგალიაში ამგვარი წარმატების მიზეზი? ერიკ კარლინის თქმით, შედეგი გამოიღო სამართლებრივად ლიბერალურმა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა ნარკოპოლიტიკამ, რომლის ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი იქვე შენიშნავს:
„ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, როდესაც ვსაუბრობთ დეკრიმინალიზაციის მეთოდებზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია და მთელ მსოფლიოში ეს ტენდენციაა, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ეყრდნობოდა რეპრესიულ მეთოდებს, ვერ მოიტანა განსაკუთრებულად კარგი შედეგი შიდსთან და ინფექციებთან მიმართებაში.“
ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და არ არიან ჩართულები უკანონო ბრუნვაში, ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ...