სერბეთის სასამართლო დღეს განიხილავს მლადიჩის ექსტრადიციის საკითხს

ექიმებმა დღეს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არის, თუ არა რატკო მლადიჩი მისი ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო განხილვაში მონაწილეობისთვის შესაბამის მდგომარეობაში. 69 წლის მლადიჩი 15-წლიანი მალვის შემდეგ 26 მაისს დააკავეს. ჰააგის ტრიბუნალი მლადიჩს გენოციდის ბრალდებას უყენებს. მოელიან, რომ მლადიჩის დაკავება დააჩქარებს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.