თვითმკვლელმა ხუთი ადამიანი დახოცა პაკისტანში

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც მოიერიშე თვითმკვლელმა განახორციელა პაკისტანის ქალაქ პეშავარში. თვითმკვლელმა ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო მანქანა ქალაქის პოლიციის შენობას დააჯახა, რის შედეგადაც სამსართულიანი სახლი დაიწვა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა, რაც მათი თქმით არის შურისგება ალ ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო.