დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართება დოკუმენტის, ”საქართველოს ნარკოპოლიტიკის ალტერნატივების” პრეზენტაცია. დოკუმენტი მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის შესახებ დიალოგში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ტექნიკური დახმარების გაწევას. დოკუმენტი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანონმდებლობის სრულყოფას ითვალისწინებს.