დაღესტანში ქალაქის საკრებულოს წევრი მოკლეს

დაღესტანის ქალაქ კასპიისკში სამშაბთს ქალაქის საკრებულოს დეპუტატი, საწარმო „გორვოდკანალის“ ხელმძღვანელი მაგომედგაჯი ალიევი მოკლეს. როგორც რესპუბლიკის სამართალდამცველები იტყობინებიან, უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს დეპუტატის ავტომანქანას, რომლითაც მოკლული შინ ბრუნდებოდა. ალიევი ადგილზევე დაიღუპა.