იემენიდან გავრცელებული ცნობებით, დედაქალაქ სანააში ბრძოლა დაიწყო უშიშროების ძალებსა და ამ ქვეყანაში დიდი გავლენის მქონე თემის - ჰაშიდების წარმომადგენლებს შორის. თვით პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰიც ეკუთვნის ჰაშიდებს, რომლებიც ოპოზიციას შეუერთდნენ. ცნობების თანახმად, შეტაკებებმა, სულ ცოტა, სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია 25. ამ ძალადობამდე ერთი დღით ადრე, სალეჰმა უარი თქვა გადაგომის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რის გამოც გრძელდება კრიზისი იემენში. ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის თითქმის 33-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღებას.