აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, „არაბული რევოლუციები“ მეტყველებს „თავისუფლებისკენ სწრაფვაზე“, რომელიც წლების მანძილზე მატულობდა და რომელთა შედეგიც ტირანების დამხობაა. ობამამ ეს შეფასება გამოთქვა მოხსენებაში ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში საპროტესტო გამოსვლათა ტალღა აჩვენებს, რომ რეპრესიები მიზანს ვეღარ მიაღწევს.
აშშ, ობამას თქმით, მხარდაჭერას უცხადებს ცვლილებისაკენ მოწოდებას და გმობს ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, მხარს უჭერს ადამიანის საყოველთაო უფლებებს. აშშ-ის პრეზიდენმა ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ პროდემოკრატიული ამბოხება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში აშშ-ს სთავაზობს „ისტორიულ შესაძლებლობას“, ხელი შეუწყოს დემოკრატიას და რეფორმებს რეგიონში. მრავალმხრივ სიტყვაში, რომელიც ობამამ სახელმწიფო დეპტამენტში წარმოთქვა, მან განაცხადა, რომ გასულმა ექვსმა თვემ დაადასტურა, რომ ამ რეგიონში რეპრესიების დრო წავიდა. მის თანახმად, პროდემოკრატიულმა დემონსტრანტებმა ექვს თვეში მეტს მიაღწიეს, ვიდრე ტერორისტებმა ათწლეულების განმავლობაში. ობამას თქმით, აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში ადამიანის საყოველთაო უფლებებს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რომ სირიის პრეზიდენტმა „მოკვლის გზა“ აირჩია. ობამამ ილაპარაკა ახლო აღმოსავლეთის, პალესტინელთა და ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზე და თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ორი სახელმწიფოს თანაარსებობით უნდა დასრულდეს. მან საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ პალესტინელთა სახელმწიფო უნდა დაფუძნეს იმ საზღვრებში, რომელიც 1967 წლამდე, ექვსდღიან ომამდე არსებობდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ობამას მიერ გამოთქმული საკვანძო მოსაზრება, ისრაელის 1967 წლამდე საზღვრების დაბრუნება, ებრაელთა სახელმწიფოსთვის უბედურებას მოიტანს. მისივე თქმით, 1967 წლის ზოლის დაცვა შეუძლებელია. ნეტანიაჰუ პარასკევს ჩადის აშშ-ში. პალესტინელთა წარმომადგენელმა საედ ერექათმა განაცხადა, რომ პალესტინელთა პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიესალმა ობამას შეთავაზებას, განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება.