ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალიმ აქბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია ამერიკელი ჟურნალისტის, ტელეკომპანია ალ ჯაზირას კორესპონდენტ დოროთი ფერვეზის ადგილსამყოფელის შესახებ. ფერფეზის კვალი სირიაში დაიკარგა, საიდანც ის თეირანში უნდა გაფრენილიყო, ირანის კონსულთან ერთად, რათა იქ თავისი ირანული პასპორტის ვადა გაეგრძელებინა. ფერვეზი ირანის, აშშ-ის და კანადის მოქალაქეა.