ტუნისში საპროტესტო აქციების შემდეგ 200-მდე პირი დააპატიმრეს

200-მდე პირი დააპატიმრეს ტუნისში, დედაქალაქში შაბათ-კვირას გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ - რომლებიც ქუჩის ჩხუბით დასრულდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაპატიმრებულებს ბრალი წაეყენებათ პოლიციის წინააღმდეგ ქვების სროლით იერიშის მიტანაში, ქურდობაში და ვანდალიზმში. სპეცდანიშნულების რაზმმა კვირას აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. აქციების მონაწილეები მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. ტუნისში დაძაბულობის ხარისხი მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც იანვარში ავტოკრატი ლიდერი, ზინე ელ-აბიდინ ბენ ალი დაამხეს.