სტუმრად ჩვენს ეთერში: თენგიზ ფხალაძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. მან ილაპარაკა განცხადებაზე, რომელიც ოთხმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა და რომელსაც გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრი შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს უზრუნველყონ ამ მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და მასში ექსპერტების ჩართვა. თენგიზ ფხალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელობას.