საფრანგეთში დააკავეს ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილები

საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციამ დააკავა შვიდი მამაკაცი, ისლამისტი ექსტრემისტების რეკრუტირების სავარაუდო ქსელთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. საფრანგეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სპეცოპერაციის შედეგად 1 მაისს პაკისტანში მოკლეს ოსამა ბინ ლადენი და ალ ყაიდა დაიმუქრა, რომ შურს იძიებს.