შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში განაცხადა: ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალიაო. ამ კვირის მოვლენების გაშუქებისას ბათუმში იხსენებდნენ:
ბათუმის მცხოვრები: „რა რეჟიმიც იყო, იმ რეჟიმს არსებობის უფლება არ ჰქონდა. როდესაც ერთ კაცს ეკითხებიან, როგორ ფერად შეიღებოს შენობა, რა ჩაიცვას მომღერალმა, რომელ ქუჩაზე დაიგოს ქვაფენილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, და ერთი კაცი წყვეტს ამ ყველაფერს, ეს, რა თქმა უნდა, არის დიქტატურა.“
თუმცა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ის, თუ სად რა შენობა დაიდგას აჭარაში, კვლავ თემაა. არასამთავრობოები ამ კვირას ბულვარში მშენებლობებს ბუნების და ხეების ჭრის ფონზე აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებას აზრს არ ეკითხებიან:
”ბულვარში მშენებლობა ისეთი თემაა, რომელსაც სჭირდება საზოგადოებრივი თანხმობა.”
პრეზიდენტი საპასუხოდ ამბობს, რომ მშენებლობა გაზრდილი ბულვარის ხარჯზე ხდება.
მიხეილ სააკაშვილი: „მე მესმის იმ ხალხის, რომელიც ნერვიულობს, რომ ბულვარი დაცული უნდა იყოს. მაგრამ ბულვარი, როცა მე გავხდი პრეზიდენტი, იყო კილომეტრი და რვაასი მეტრი, ახლა კი არის რვა კილომეტრი და ორასი.“
ბათუმში ამ კვირას, ასლან აბაშიძისგან განთავისუფლების შვიდი წლის თავის გარდა, პოლიციის აღლუმი ჩატარდა და ასევე ოპოზიციური გამოსვლები დაიწყო. სახალხო კრების საპროტესტო აქციებზე ადამიანები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი პროტესტის მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი ხელისუფლების დემონტაჟით უნდა დასრულდეს:
”ამ ხელისუფლების დემონტაჟი იწყება, არ დავიშლებით მანამ, სანამ არ მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე.”
ამ კვირას მსგავსი საპროტესტო განწყობა იყო სხვა რეგიონალურ ქალაქებშიც. მთავარი მესიჯი იყო: ძალა ხალხშია და ამ ძალის წინაშე ხელისუფლება უძლურიაო. თუმცა ის, თუ რა უნდა თავად ხალხს ან რამდენად ჩაერთვება მოსახლეობა პროტესტში, მედიაში ისევ და ისევ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ვარაუდებით შემოიფარგლებოდა. აქცენტი ორივე მხარეს დაისვა, ზოგი ამბობდა, რომ ხალხს არ უნდა პროტესტი, მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ ხალხს რეჟიმის შეცვლა და ახალი რევოლუცია სურს:
”მე ვმოგზაურობ ავტობუსით, მე ვიცი ხალხის განწყობა, ვხედავ რანაირად აფასებენ მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ამიტომ ხალხში წინააღმდეგობის მუხტი არის. ”
”ისეთი მასობრივი განწყობა, რომელიც გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილებას და ადამიანებს ქუჩაში გამოიყვანდა, ჩემი აზრით, არ არის. ”
„რვიანი“ და სახელისუფლებო მოლაპარაკებები ჯერჯერობით ვერ გასცდა ფაზას: ’მოლაპარაკება უნდა აღდგეს’. ინდივიდუალურ რეჟიმში შინაარსზე კი არ ვმსჯელობთ, არამედ იმაზე, რომ მოლაპარაკებები აღვადგინოთო, ამბობდნენ მხარეები:
ლევან ვეფხვაძე: „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება იმაზე, რომ მაგიდა აღდგეს.“
გაცილებით კონკრეტულია „სახალხო კრება“, რომელმაც აქცია თბილისის ცენტრში 21 მაისს დააანონსა. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება.:
ნონა გაფრინდაშვილი: „საერთო სახალხო გამოსვლები დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება.“
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე საუბრისას საქართველოს მხარის ოფიციალური განცხადებებით ირკვევა, რომ ქართული მხარე პოზიციებს არ თმობს. რუსულ პრესაში კი ჩნდება აზრი ქართული მხარის მოთხოვნის შესაძლო მოდიფიცირების შესახებ. „კომერსანტის“ მიხედვით, ქართული მხარე შესაძლოა ინფორმაციამ ჩაანაცვლოს:
ფრაგმენტი „კომერსანტიდან“: „რუსეთის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საბაჟო სამსახურებმა ცალმხრივად გამოაქვეყნონ ინფორმაცია საქონელბრუნვის შესახებ.“
ფეხბურთში მომხდარმა მაქინაციებმა, როგორც ირკვევა, მთელი საფეხბურთო სისტემა გააკვირვა. ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ის, ვინც ფეხბურთს ღალატობს, სამშობლოსაც უღალატებს… თუმცა გაკვირვება ფედერაციას გასცდა და ის ტრენერებზე, ფეხბურთელებზე, ფეხბურთში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე ადამიანებზეც გავრცელდა.
ომარ ლომსაძე: „ყველა გაკვირვებულია და ყველა გაოგნებულია, მით უმეტეს, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ჩვენ საჩვენებლად მიგვაჩნდა სპარტაკ გოგია და ვეუბნებოდით ბავშვებს, ამის მსგავსი სპორტსმენები უნდა იყოთ თქვენო.“
ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტზე პრესის ზოგიერთ გამოცემაში გაკეთდა აქცენტები, რომ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უარყო სანოძის მიერ თავის მოკვლის მცდელობის ვერსია.
შოთა ხიზანიშვილი: „ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და დაიჭრა.“
„გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განახლდა საუბარი საქმეზე „ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ლაპარაკია 2006 წლის ორ მაისს სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხაბულოვის საქმეზე, სადაც დაზარალებული მხარე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანაში მსხდომ ახალგაზრდებს ისე, რომ მათგან საპასუხო ცეცხლი არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მანქანიდან ცეცხლი გაიხსნა და პოლიციელი დაიჭრა. საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოშია, სტრასბურგში.

ისეთი მასობრივი განწყობა, რომელიც გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილებას და ადამიანებს ქუჩაში გამოიყვანდა, ჩემი აზრით, არ არის.