ალბანეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

ალბანეთში დღეს ტარდება ადგილობრივი არჩევნები. ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტრესს იწვევს კენჭისყრა ტირანაში, სადაც სოციალისტების ლიდერი, რომელიც უკვე მესამე ვადით განაგებს ქალაქს, მეოთხედ აპირებს პოსტზე დარჩენას. კენჭიყრას ქვეყანაში ხუთი ათასამდე უცხოელი და ადგილობრივი მეთვალყურე ესწრება. წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ძალადობრივი აქცია მოეწყო, სხვათა შორის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული. ოპოზიცია არ აღიარებს 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.