ბაღდადში ციხეში არეულობას 18 ადამიანი ემსხვერპლა

წუხელ ბაღდადის ერთ-ერთ ციხეში არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის შვიდი პოლიცელია, დანარჩენი - პატიმრები. ცნობით, დაღუპულთა შორისაა ალ ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი, „ბაღდადის ამირად“ ცნობილი პირი, რომელიც, სავარუდოდ, მეთაურობდა ბაღდადის კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხამას, შარშან ოქტომბერში, როცა 50 ადამიანი დაიხოცა. საპატიმრო კომპლექსში არეულობა მას მერე დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ტუსაღმა იარაღი ჩაიგდო ხელში და მეთვალყურეებს ცეცხლი გაუხსნა. უშიშროების სამსახურის თანახმად, ამბოხი ციხეში ჩახშობილია და არცერთი პატიმარი არ გაქცეულა.