ერაყში აფეთქებამ 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა

ერაყის ქალაქ ჰილში დღეს, სხვადასხვა მონაცემით 10-იდან 15-მდე ადამიანი დაიღუპა დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად. მანქანა პოლიციის შენობასთან იდგა. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა პოლიციელები არიან. აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების რაოდენობა ერაყში, ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანი რჩება. ხელისუფლების მონაცემებით, მხოლოდ აპრილში ძალადობის მსხვერპლი 211 ადამიანი გახდა.