ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი სამოქალაქო პირი და ექვსი თალიბი დაიღუპნენ იერიშისას, რომელიც ნატოს სარდლობით მოქმედმა მრავალეროვანმა ჯარებმა განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაჭრილია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ნატო ადასტურებს ურთიერთსროლის ფაქტს ოპერაციისას, რომელიც ამ რეგიონში განხორციელდა ტერორისტულ ქსელ „ჰაყანის“ ლიდერის შესაპყრობად.