აშშ აპირებს გაარკვიოს ეხმარებოდა თუ არა პაკისტანი ბინ ლადენს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კონტრ-ტერორიზმის საკითხში ჯონ ბრენანი აცხადებს, რომ აშშ აპირებს ”ბოლომდე გაარკვიოს” ეხმარებოდა, თუ არა პაკისტანი ოსამა ბინ ლადენს თავი აერიდებინა მასზე ხანგრძლივი დევნისთვის მანამდე, ვიდრე აშშ მის ლიკვიდაციას მოახერხებდა. პაკისტანის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ პაკისტანის ხელისუფლებას არ შეუფარებია ალ-ყაიდის ლიდერი.