4 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ჭოჭუა, ტერორიზმის საკითხების ექსპერტი. მან ილაპარაკა გლობალური ტერორიზმის მხრივ არსებულ ვითარებაზე ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, განიხილა ალ ყაიდის სტრუქტურა და ახსნა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის განადგურების შემდეგ.