მაშინ, როცა ნატოში მსჯელობენ ალიანსის შესაძლო, წამყვან როლზე ლიბიაში ფრენისთვის აკრძალული ზონის დასაცავად, ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, მოაგვარონ უთანხმოებები, რომლებიც ბოლო კვირებში შეინიშნება. მთავარი უთანხმოების მიზეზია გერმანიის პოზიცია გაეროს უშიშროების საბჭოში ლიბიაზე მსჯელობის დროს: კენჭისყრისას, რომლის შედეგადაც ლიბიაში ფრენის აკრძალვა გადაწყდა, გერმანიამ თავი შეიკავა, ისევე როგორც, მაგალითად, ჩინეთმა და რუსეთმა.
ამით გერმანია გაემიჯნა ტრადიციულ მოკავშირეებს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს, რომლებიც შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოითხოვდნენ ლიბიის საკითხში აქტიურ მოქმედებას - საჰაერო დარტყმებს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის პოზიციის შესასუსტებლად.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალენ ჟუპემ საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა ლიბიაში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის მიზნებზე: „ეს არის სამოქალაქო პირების დაცვა, ეს არის აგრეთვე კადაფის ოპონენტების - დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ჩაყენება ისეთ სიტუაციაში, რომ შეძლონ დაიბრუნონ უპირატესობა. ამიტომ არის, რომ შეტევებს ვახორციელებთ კადაფის სამხედრო ძალებზე და სხვა არაფერზე“.
როგორც ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა ევროკავშირში შვედეთის ელჩმა, დაგ ჰარტელიუსმა, ლიბიაში საერთაშორისო ოპერაციის გარშემო უთანხმოება მწვავე აღარ არის და ევროკავშირის სამიტზე მოსალოდნელია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ, რა ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ ლიბიას მომავალში. ჰარტელიუსის აზრით, სამიტზე თანხები დასახელდება. „ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და საუბარი იქნება აგრეთვე მოსალოდნელ საჭიროებებზე და წევრი სახელმწიფოების წაქეზებაზე, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას“, - ამბობს შვედი დიპლომატი, რომლის განმარტებითაც საუბარი ეხება ლიბიის დახმარებას კადაფის მმართველობის დასრულების შემდეგ.
თვით კადაფის რეჟიმის მიმართ კი პირიქით, მის დასასუტებელ ფინანსურ ზომებს მიმართავენ. ევროკავშირი გუშინ შეთანხმდა, რომ სანქციები ამოქმედდება ლიბიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინააღმდეგ. დღეს გადაწყდა ემბარგოს გავრცელება მის ხუთ შვილობილ კომპანიაზე. ზომები ამოქმედდა ლიბიის ცენტრალური ბანკისა და 30 პირის, მათ შორის მუამარ კადაფის წინააღმდეგაც. ეს ზომებია მოგზაურობის აკრძალვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა.
მოკლედ კიდევ რამდენიმე თემაზე, რომლებსაც ევროკავშირის ორდღიან სამიტზე განიხილავენ. ერთი მათგანი უშუალოდ უკავშირდება ვითარებას ლიბიაში, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს. საქმე ეხება იმიგრაციას ამ რეგიონიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: იტალია და მალტა საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ აფრიკაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და მკვეთრად იმატა იმ პირთა რიცხვმა, ვინც ევროკავშირში არალეგალურად შეღწევას ცდილობს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის წევრ პორტუგალიასაც - ევროზონაში შემავალ ქვეყანას, საიდანაც ოთხშაბათს გავრცელდა ცნობა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ. ჟოზე სოკრატესმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარყო მთავრობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მორიგ ზომებს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად.
„პროგრამას, რომელიც პორტუგალიამ წარმოადგინა, ერთსულოვნად ემხრობოდნენ ევროპის კომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და ჩვენი პარნტიორები ევროზონაში“, - განაცხადა სოკრატესმა, რომელსაც, მისივე თქმით, გული მწყდება იმაზეც, რომ „ეს მხარდაჭერა უგულებელყოფილ იქნა“.
პოლიტიკური კრიზისი პორტუგალიაში კიდევ უფრო ურთულებს საქმეს ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ შეთანხმება ზომებზე ერთობლივი ვალუტის - ევროს სტაბილიზაციის ხელშესაწყობად.
ეს არის სამოქალაქო პირების დაცვა, ეს არის აგრეთვე კადაფის ოპონენტების - დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ჩაყენება ისეთ სიტუაციაში, რომ შეძლონ დაიბრუნონ უპირატესობა...
ამით გერმანია გაემიჯნა ტრადიციულ მოკავშირეებს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს, რომლებიც შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოითხოვდნენ ლიბიის საკითხში აქტიურ მოქმედებას - საჰაერო დარტყმებს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის პოზიციის შესასუსტებლად.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალენ ჟუპემ საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა ლიბიაში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის მიზნებზე: „ეს არის სამოქალაქო პირების დაცვა, ეს არის აგრეთვე კადაფის ოპონენტების - დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ჩაყენება ისეთ სიტუაციაში, რომ შეძლონ დაიბრუნონ უპირატესობა. ამიტომ არის, რომ შეტევებს ვახორციელებთ კადაფის სამხედრო ძალებზე და სხვა არაფერზე“.
როგორც ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა ევროკავშირში შვედეთის ელჩმა, დაგ ჰარტელიუსმა, ლიბიაში საერთაშორისო ოპერაციის გარშემო უთანხმოება მწვავე აღარ არის და ევროკავშირის სამიტზე მოსალოდნელია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ, რა ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ ლიბიას მომავალში. ჰარტელიუსის აზრით, სამიტზე თანხები დასახელდება. „ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და საუბარი იქნება აგრეთვე მოსალოდნელ საჭიროებებზე და წევრი სახელმწიფოების წაქეზებაზე, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას“, - ამბობს შვედი დიპლომატი, რომლის განმარტებითაც საუბარი ეხება ლიბიის დახმარებას კადაფის მმართველობის დასრულების შემდეგ.
პროგრამას, რომელიც პორტუგალიამ წარმოადგინა, ერთსულოვნად ემხრობოდნენ ევროპის კომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და ჩვენი პარნტიორები ევროზონაში...