ცესკო საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე შეხვედრას გამართავს. ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრის თემა იქნება "საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციები". განიხილება სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემების მოდელები. პრეზენტაციას საბჭოს წევრი, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია გამართავს. შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარე სტუმრებს გააცნობს კომისიის ახალ ინიციატივას, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ფორუმის შექმნის შესახებ.