შავად შეღებილი პური

კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ბაღათურია და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების ხარისხზე წლების განმავლობაში არ წყდება საუბარი, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ჭვავისა და რუხი პურის ხარისხზე მომხმარებელთა საჩივრები საგანგაშო ზღვარს ცდება. ამ ბოლო ხანს საუბარი განსაკუთრებით გააქტიურდა. ექსპერტები საუბრობენ, რომ ქართულ ბაზარზე არსებული შავი და რუხი პურის დიდი ნაწილი გაურკვეველი ქიმიური საღებავით შეფერილი ფქვილისაგან არის გამომცხვარი. რატომ ვერ გადაწყდა ეს პრობლემა წლების განმავლობაში, რამდენად ხარისხიან პურს ყიდულობს ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის პასუხისმგებელი ზოგადად პროდუქტისა და პურის ხარისხზე საქართველოში, რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ამ პრობლემებზე საუბრობენ საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ბაღათურია და საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.