ომანის სულთანმა ყაბუს ბენ საიდ ალბუსაიდმა დღეს საკანონმდებლო უფლებამოსილებები მიანიჭა ომანის საბჭოს. სასულთნოს მოქმედ კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად შექმნილია სპეციალური კომისია. საბჭო, რომელსაც აქამდე მხოლოდ სათათბირო ფუნქცია ჰქონდა, შედგება ორი პალატისგან: არჩევითი შურის საბჭოსა და სახელმწიფოს საბჭოსგან, რომელიც ინიშნება. არ არის ნათელი, შეინარჩუნებს თუ არა სულთანი ვეტოს უფლებას. ერთი კვირის წინ - მასობრი საპროტესტო აქციების საპასუხოდ - სულთანმა რამდენიმე არაპოპულარული მინისტრი გაათავისუფლა.